გელაქნური თუ დიდი არის, სამად გასჭერით და პატარა – ორად; მერმე კარგად გარეცხეთ და თავის შესაფერს ქვაბში აადუღეთ კილოთ მარილ–წყალი, გემოთ გასინჯეთ, როგორც მლაშე არ ვარგა, ისე უმარილოც არ უნდა იყოს და ის გელაქნური ჩაყარეთ; რომ წამოდუღდეს, ქაფი მოხადეთ, ერთი რიგობა ისე ძალიან უნდა აადუღოთ, რომ რძესავით გადმოვიდეს და რაც ჭუჭყი აქვს ტან გადმოიტანოს; მოხარშვა რომ შეატყოთ, ბლუდზე ამოაწყეთ და წვენი ამ რიგად მოუმზადეთ: ერთი სტაქანი შვინდის ჩურჩა გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში, ორი თავი ხახვი წვრილად დაჭრილი, დანაყილი ნიგოზი, დაასხით ერთი ჯამი წყალი და კარგად მოხარშეთ; მერე გელაქნურს მოასხით ეს წვენი ან მარტო დანაყილი ნიგოზი წყალში გახსნილი.