ეს ახალგაზრდა, ხალისიანი და ძალზე ელეგანტური და თხელი საფერავი თელიანის მიკროზონაში მოყვანილი საფერავიდანაა დაყენებული. მკრთალი, გამჭვირვალე ლალისფერი ღვინოა, რაც ღვინის მცირე რაოდენობით ჭაჭაზე მხოლოდ 8 დღიანი დავარგების გამოა. ღვინო ქვევრშია დადუღებული და შემდეგაც, 6 თვე ქვევრში გაატარა. ხასიათდება წითელი ხილის, კენკრის (წითელი მოცხარი) და სხვა ცინცხალი არომატებით. ჰაეროვანი, სასიამოვნო მჟავიანობის ხალასი წითელი ღვინოა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com