ვიღებთ წინადღით ამოყვანილ ღალამოუხდელ უმარილო ყველს. ვჭრით და ვუშვებთ მდუღარე წყალში 5 წუთით. გადავზელთ, ამოვიღებთ წყლიდან და პატარ-პატარა კვერებად ვაქცევთ. ნადუღს გავხსნით იმ წყალში, სადაც ყველი გადავზილეთ, შევანელებთ დანაყილი პიტნით და ჩავაწყობთ სულგუნის კვერებს. ღომზე მისწრებაა.
© BEKO