თელავის რაიონის სოფელ კონდოლის მოყვანილი საფერავიდან დაყენებულ ამ ღვინოში უკვე დავარგების პირველი ნიშნები ჩანს. ალუბლისფერია და პირველივე სურნელები სასიამოვნოდ განგაწყობთ, სადაც მაყვლის მურაბისა და მუხის უმცირესი არომატები ერწყმის ერთმანეთს. გემოზე 12 თვიანი მუხაში დავარგების კვალი კიდევ უფრო საგრძნობი ხდება, თუმცა ზედმეტად არ გამოდის წინა პლანზე და ჰარმონიულად ერწყმის შავი ხილისა და ჯემის არომატებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com