ნაფარეულის ზონაში დაკრეფილი რაწითლიდან დაყენებული ქვევრის ტრადიციული ღვინოა. ჭაჭაზე და კლერტზე 2 თვის განმავლობაში ვარგდებოდა. ელვარე ქარვისფერია, პირველივე სურნელში მცენარეული და ქართული სუნელების ტონები ჩნდება. გემოზე ძლიერია, საკმაოდ მაღალი ტანინებით ხასიათდება და ალკოჰოლიც მაღალი აქვს (14,3%). ცხარე, ახალგაზრდა ქვევრის ღვინოა მცენარეული დაბოლოებით. მიაყოლეთ ცხიმიან კახურ კერძებს, შილადან დაწყებული – ბოზბაშით დამთავრებული.
© ღვინის კლუბი/vinoge.com