ეს ღვინო ტრადიციული იმერული წესით, ჭურშია დაყენებული, თერჯოლაში მოყვანილი ციცქიდან. მოოქროსფრო ღვინოა მკვეთრად მცენარეული და ყვავილოვანი სურნელებით, სადაც გვირილა გამოდის წინა პლანზე. გემოზე სასიამოვნოდ ცხარე ღვინოა, დაბოლოებაში ყვითელი ხილის ნიუანსებით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com