ღვინის კომპანია ``რაჭული ღვინო`` მიმდინარე სეზონზე მომხმარებელს ღვინის ორ ახალ სახეობას – თეთრ მშრალ ღვინო ``რაჭას`` და ნახევრადმშრალ ``რაჭა წითელს`` შესთავაზებს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ომარ ჭელიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, წლევანდელ რთველზე კომპანიამ რაჭაში 70 ტონა ყურძენი შეისყიდა, კილოგრამი 2 ლარად, რასაც ერთი ლარის სახელმწიფო სუბსიდია ემატება. კომპანიას ამბროლაურის რაიონში საკუთარი ღვინის ქარხანა აქვს და დღეისთვის 10 სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომელთა ფასი 5–დან 14 ლარამდე მერყეობს. კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე ამერიკაში, კანადაში, გერმანიასა და ჩინეთში გადის.