ამერიკელებმა, რომლებიც ჭკუას კარგავენ ფასტ ფუდზე და სწრაფად დასანაყრებელ საკვებზე, ახლა უკვე ღვინის ჩიფსები გამოიგონეს. Wild California Crisps ღვინის წარმოების ნარჩენებისგან, წიპწისა და კანის ,,ფქვილისგან" მზადდება. ღვინის ჩიპსები 2/3-ით ნაკლებ ცხიმს შეიცავს, ვიდრე კარტოფილის ჩიპსები, მდიდარია ცილებით, მინერალებითა და ანტიმჟანგავებით. თუ ღვინის ჩიპსები მოგეწონებათ, გირჩევთ, ღვინის პოპკორნიც გასინჯოთ, რომელსაც ნიუ-იორკში, ახალზელანდიური ღვინის გამოყენებით ამზადებენ.
© ღვინის კლუბი /Weekend