ძალზე ინტენსიური შეფერვის მქონე საფერავია, ღრმა შინდისფერი. პირველივე სურნელებში იგრძნობთ სანელებლებს – შავ პილპილს, შემდეგ კი ტკბილ სანელებლებს, ასევე შავი ქლიავის ჩირსა და მცირედ კენკრის ტონებსაც. ღვინო ცოცხალი მჟავიანობით ხასიათდება და საკმაოდ მაღალალკოჰოლიანია. კარგად გაწონასწორებული და ბალანსებული ენერგიული ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით.
© ღვინის კლუბი /Weekend