ქინძმარაულის ზონაში მოყვანილი რქაწითლიდანაა ღვინო დაყენებული. მოოქროსფერო-ჩალისფერი ღვინოა, პირველივე სურნელში მცენარეული ტონებით – თივა, გამხმარი ყვავილები, ასევე დაშაქრული თხილი და ბანანი. სავსე ღვინოა, რბილი, საინტერესო დაბოლოებით. მიაყოლეთ ხორციან სალათებსა და შემწვარ თევზს.
© ღვინის კლუბი /Weekend