უკვე მესამე დღეა ყურძნის ჩასაბარებლად საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის ღვინის ქარხანასთან გლეხები კილომეტრიან რიგებში დგანან. როგორც რადიო ჰერეთს სოფელ შაშიანელმა მევენახემ ამირან ნარეკლიშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით არ იცის როდის ჩააბარებს 6 ტონა უწამლის ჯიშის ყურძენს. "სამი დღეა მოკრეფილი ყურძნით უშედეგოდ ვდგავარ რიგში. როდის განაახლებს ქარხანა ყურძნის მიღებას არ ვიცით. უწამლის ჯიშის ყურძენს სხვა ქარხანა არ ღებულობს" - აცხადებს ამირან ნარეკლიშვილი.
რადიო "ჰერეთი"