10.00 ლარი
ეს ღვინო პირველ რიგში სასიამოვნო გარეგნობით იქცევს ყურადღებას. მოოქროსფერო-თაფლისფერია, მცირედი ქარვისფერით. ქვევრში შედარებით მცირე დრო აქვს გატარებული – დადუღების და პირველადი დავარგების პერიოდი. სასიამოვნო არომატები აქვს, სადაც პირველ რიგში სუნელები, იმერული ზაფრანა და სხვა მცენარეული თუ ყვავილოვანი ტონები უნდა გამოვყოთ. ღვინო სასიამოვნო ტანინებით და საშუალო დაბოლოებით ხასიათდება.
© ღვინის კლუბი /Weekend