არგენტინული ღვინოა სალტას რეგიონიდან, მკრთალი ჩალისფერი. ეს ჯიში (Torrontes) ალექსანდრიული მუსკატისა და მისიონის ჯიშის ყურძნის ნაჯვარია, ამიტომ მუსკატის შესაბამისად, სურნელიც ძალიან ინტენსიური აქვს – ყვავილოვანი (ვარდი) დატროპიკული (ანანასი, ბანანი). ახალგაზრდა, ენერგიული ღვინოა საშუალო მჟავიანობითა და საკმაოდ მაღალი ალკოჰოლით (13,5%).
© ღვინის კლუბი/vinoge.com