40.00 ლარი
ახმეტის რაიონის სოფელ ბაბანეურის თავზე გაშენებულ ვენახებშია საფერავი მოყვანილი. ახალი, ხალისიანი ღვინოა, ცოტათი ხისტიც. შინდისფერი, საშუალოდ ინტენსიური შეფერვის. სურნელში ძალიან ცხადად ჩანს მცენარეული და წითელი ხილის არომატები – მწვანე სუნელები, წითელი მოცხარი, წითელი ქლიავი. საკმაოდ ძლიერი ღვინოა (14,5%), ხანგრძლივი დაბოლოებით. მიაყოლეთ ძეხვეულს, ნედლსაც და შემწვარსაც.
© ღვინის კლუბი/Weekend