14.00 ლარი
ეს საფერავი ალაზნის ველზე, ალავერდის მიდამოებში გაშენებული ვენახიდანაა. შინდისფერი ღვინოა, ძალიან ეფექტური პირველი სურნელებით, სადაც ხილის ძლიერი არომატი ყველა სხვა სურნელებს ფარავს – მწიფე ალუბალი, მწიფე შავი ბალი, წითელი ქლიავი... სასიამოვნო ახალი ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებითა და მსუსხავი ტანინებით. ახალგაზრდული, მოუსვენარი ღვინოა, შესანიშნავი მეწყვილე იქნება ცვრიან მწვადთან, ნედლ ძეხვეულთან, როსტბიფთან.
© ღვინის კლუბი/Weekend