გადაცემა ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების მიმოხილვას ეძღვნება. გადაცემის სტუმარია ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - ლევან უჯმაჯურიძე. სალომე აფხაზიშვილის სიუჟეტი ნაბახუსევის დაძლევის გზებს ეხება, ხოლო თამარ კვინიკაძე მოგვითხრობს, როგორ დავაღწიოთ თავი გასტრონომიულ ნაბახუსევს ახალი წლის შემდეგ.