ძალიან სასიამოვნო გარეგნობის ღვინოა. ელვარე ქარვისფერი. პირველივე შესუნთქვისას იგრძნობთ ქისისთვის დამახასიათებელ მძაფრ არომატებს - ქართული სუნელები, იმერული ზაფრანა, ნიგოზი. ძალიან სავსე და სხეულიანი ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით, სადაც ყვავილოვანი ნოტებიც იჩენს თავს. ახალი ღვინოა, მკვეთრი და პირდაპირი, მიაყოლეთ შეკმაზულ საქონლის ხორცს, შილას.
© ღვინის კლუბი/Weekend