საჭირო მასალა: 4 ცალი მოხარშული კარტოფილი, 50 გ გახეხილი ყველი ან სულგუნის ნაჭრები, 3 ს.კ. კარაქი, 3 კვერცხი, 2 ს.კ. რძე, მარილი – გემოვნებით.
მომზადება: კარტოფილი მსხვილ, ბრტყელ ნაჭრებად დავჭრათ და კარაქში შევწვათ. კვერცხი, რძე და მწიკვი მარილი გავთქვიფოთ. ფორმაში ფენა-ფენა ჩავაწყოთ კარტოფილი და ყველი, მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი და დაახლოებით 15 წუთით შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში, სანამ არ მომზადდება.
© ღვინის კლუბი/Weekend