24.00 ლარი
ეს ძალიან ორიგინალური შეფუთვის ღვინო სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და მცირე რაოდენობის გამო მალევე გაქრა. საქმე ისაა, რომ ბაღდათის რაიონის სოფ. დიმში მცხოვრები დიდიმ მაღლაკელიძის ეს არაჩვეულებრივი ცოლიკოური იტალიელი დამკვეთებისთვის ჩამოისხა, თუმცა რამდენიმე ათეული ბოთლი საქართველოშიც დარჩა. შესანიშნავი გარეგნობის მქონე ოქროსფერი ღვინოა, უაღრესად ცოცხალი და ხალისიანი სურნელებით, სადაც მსხლისა და მწიფე ყვითელი ტყემლის ტონებს გამოვარჩევდი. იგრძნობთ მწვანე საკმაზების სურნელებსაც. რა თქმა უნდა, ეს ღვინო კარგად გაგრილებული უნდა დალიოთ და მიაყოლოთ ცივად შეზავებული ფრინველის ხორცის სალათა, ნიგვზიანი მწვანე ლობიო, ბადრიჯანის სალათა და სხვ.
© vinoge.com