ევროკომისიამ შეთანხმებას მიაღწია ავსტრალიელ მეღვინეებთან, რომლის თანახმადაც ავსტრალიელები თავის პროდუქციას ვეღარ უწოდებენ `შამპანურს` ან `პოტვეინს`. ევროკავშირში ამტკიცებენ, რომ შამპანური უნდა ერქვას მხოლოდ იმ ღვინოებს, რომლებიც გარკვეულ მხარეში - საფრანგეთში მზადდება, ხოლო პორტვეინი - პორტუგალიაში.ამით ევროკომისია ცდილობს, დაიცვას ევროპელი მეღვინეები ავსტრალიური, ახალზელანდიური და ჩრდილო და სამხრეთამერიკული ღვინოების კონკურენციისგან.ამ შეთანხმებას, მას შემდეგ, რაც ევროკომისია და ავსტრალია ხელს მოაწერს, მხარი უნდა დაუჭიროს ევროსაბჭოს 27 ქვეყანამ.