საჭირო მასალა: 200 გ ყვავილოვანი კომბოსტო, 5 გ კარაქი, 2 კვერცხის ცილა, 60 გ რძე, 30 გ არაჟანი, მარილი – გემოვნებით.
მომზადება: ყვავილოვანი კომბოსტო გავთუთქოთ მარილწყალში და ყვავილედებად დავანაწევროთ. ცხიმწასმულ ტაფაზე დავაწყოთ კომბოსტოს ნაჭრები, დავასხათ კვერცხის ცილაში არეული რძე, არაჟანი, მარილი და გამოვაცხოთ. მზა კერძი სუფრასთან მივიტანოთ იმავე ჭურჭლით, რაშიც მომზადდა.
© ღვინის კლუბი/Weekend