ძალზე სხივიანი ქარვისფერია, ღვინო კარდენახში, ახოების ცნობილ მიწებზე მოყვანილი რქაწითლიდან (90%), მწვანე კახურიდან და ხიხვიდანაა დაყენებული. ყველაზე მკვეთრად ზაფრანის ტონები იგრძნობა ღვინოში. საკმაოდ ძლიერია, დაბოლოებაში კი სხვა მცენარეული ნოტებიც მოჩანს. ღვინო ღორის მწვადთან იქნება კარგი.
© ღვინის კლუბი/vinoge.com