საჭირო მასალა: 1 ჭიქა მოხარშული თეთრი ლობიო, 2 ჩ.კ. ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი, 1 კბილი ნიორი, 1/4 ჩ.კ. ძირა, 1/4 ჩ.კ. ხმელი ქინძი, მარილი, ლიმონის წვენი – გემოვნებით.
მომზადება: ლობიო, ზეთი და სანელებლები კარგად ავზილოთ, სურვილისამებრ დავამატოთ ლიმონის წვენი. ლობიოს პაშტეტი მივირთვათ შავ პურთან და კიტრის მწნილთან ერთად.
© ღვინის კლუბი/Weekend