საჭირო მასალა: 300-400 გ შებოლილი თევზი, 100 გ ნაღების ყველი, 3 ს.კ. არაჟანი, რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი.
მომზადება: თევზი დავჭრათ, დავამატოთ ყველი, არაჟანი და ბლენდერის საშუალებით ავთქვიფოთ. მზა პაშტეტს შევურიოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. მივირთვათ მოხარშულ კვერცხთან და შავ პურთან ერთად.
© ღვინის კლუბი/Weekend