საჭირო მასალა: 6 ნაჭერი ქათმის ფილე, 3 ს.კ. ლიმონის წვენი, 150 მლ მაწონი, 1 ჩ.კ. კურკუმა, 0,5 ჩ.კ. მარილი.
მომზადება: ქათმის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და დავასხათ ლიმონის წვენი. მაწონში ავურიოთ მარილი, კურკუმა და დავასხათ ქათმის ხორცის ნაჭრებს. 6-8 სათის შემდეგ ხორცი ამოვიღოთ მარინადიდან და შევწვათ გრილზე ან მაყალზე.
© ღვინის კლუბი/Weekend