პირველი, რაც თვალში გეცემათ 2008 წლის მოსავლის მუკუზნის ეტიკეტის ხილვისას, ის არის, რომ კომპანია “თბილღვინომ” შეამცირა თავისი “მუკუზნის” მუხაში დავარგების ვადა. თუკი ადრე 20 თვემდე ძველდებოდა ღვინო მუხის კასრებში, ახლა ეს ვადა 12 თვემდე განისაზღვრა. მემგონი სწორი გადაწყვეტილებაა. შედეგად კი ვიღებთ ძალიან ხანგრძლივი გემოს ღვინოს, სადაც შავი ქლიავის ჯემის ტონები დომინირებს. დამიჯერეთ, ყველაზე საინტერესო ამ ღვინოში სწორედ დაბოლოებაა, რომელიც საინტერესოდ აგრძელებს თავდაპირველ შთაბეჭდილებას, სადაც იებისა და ყავის სურნელი ერწყმოდა ერთმანეთს. დალევამდე კარგი იქნება ღვინის აერაცია ან დეკანტირება.
© ღვინის კლუბი/Weekend