თბილღვინო ერთ-ერთი პირველია, ვინც ახალი, 2009 წლის საფერავი გამოიტანა ბაზარზე. ეს საფერავი მათ მოეწონებათ, ვისაც ახალი, ხალისიანი წითელი ღვინო უყვარს. სიახლე ღვინოს ფერშიც ეტყობა, სადაც ძირითადად ჟოლოსფერი დომინირებს და გემოშიც – პირველ რიგში ვეგეტაციურ ტონებს იგრძნობთ, რომელიც ზომიერ მუხასთანაა შერწყმული. სიახლის მიუხედავად, საკმაოდ რბილი ღვინოა, რომელიც კარგი მეწყვილე იქნება შემწვარ ქათამთან, პიცასთან, საქონლის კატლეტთან.