ამერიკელმა სტუდენტებმა რაიან ლოიდმა და დერეკ კოლინზმა ლუდის მოძრავი ბარი გამოგონეს, რომელიც 16 ადამიანის მომსახურებაზეა გათვლილი. ბარი ერთგვარი მანქანაა, რომელზეც დამონატჟებულია სკამები და მაგიდები, შესაბამისად, აქ შეგიძლიათ საჭმელ-სასმელიც მოითხოვოთ და სეირნობასთან ერთად დანაყრდეთ კიდეც. ბარი-მანქანის 1 საათით დაქირავება 160 დოლარი ღირს, მისი სიჩქარე საათში 5 მილს არ აღემატება, რაც იდეალურია როგორც სასეირნოდ, ისე გასართობად და მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი საღამოების მოსაწყობად.