მსუყე სადილის მირთმევის შემდეგ ცხიმების განეიტრალებაში ფორთოხლის წვენი დაგეხმარებათ, რომელიც ანტიმჟანგავების მაღალი შემცველობის წყალობით ამცირებს ცხიმიან საკვებში შემავალი მავნე ნივთიერებების მოქმედებას და დაზიანებისგან იცავს სისხლძარღვებს – აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები. გარდა ამისა, ფორთოხლის წვენში შემავალ რადიკალებს ძალუძთ უჯრედისა და მოლეკულების დონეზე შეაჩერონ ორგანიზმში დაწყებული ანთებითი პროცესები.