მიუნხენელმა მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს – ისინი ამტკიცებენ, რომ შოკოლადი, რომელიც აქამდე შაკიკის შეტევის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ითვლებოდა, სულაც არ ახდენს ამ დაავადების პროვოცირებას. მეტიც, ექსპერიმენტის ავტორმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ შაკიკის შეტევას არც ზომიერად მიღებული ალკოჰოლი იწვევს.