გერმანელმა მეცნიერებმა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ თეთრი ღვინო წითელზე მეტად ვნებს კბილებს. როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტი თეთრი ღვინის შედარებით მაღალი მჟავიანობით აიხსნება. ექსპერიმენტისთვის გუტენბერგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ზრდასრულ ადამიანთა მოცვლილი კბილები გამოიყენეს. მათ კბილები ერთი დღით თეთრ ღვინოში ჩადეს. აღმოჩნდა, რომ ამ ხნის განმავლობაში კბილის მინანქარი 60 მიკრომეტრის სიღრმეზე დაზიანდა, რაც საკმაოდ შემაშფოთებელი მაჩვენებელია. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად კბილებს შუშხუნა ღვინო აზიანებს, ყველაზე ნაკლებად კი – ბურგუნდიასა და რიოხაში ჩამოსხმული წითელი ღვინო.