სტილი: ქვევრის წითელი მშრალი ღვინო, 2 კვირა სრულ ჭაჭაზე დაყოვნებული.
ადგილი: გურია, ჩოხატაური, ბუკისციხე.
ჯიში: ალადასტური
ალკოჰოლი: 11%
ფერი: ლალისფერი
სურნელი: წითელი ტყემლის, ყვავილოვანი (ველური ვარდი და სხვ.) და ჟოლოს ტონებით ხასიათდება.
გემო: ახალგაზრდა ღვინისთვის დამახასიათებელი გემო აქვს, მაღალმჟავიანია, მსუბუქი, ხალისიანი.
კერძი: ამოლესილი ლობიო, ჩახოხბილი, შემწვარი გოჭი, ხბოს მწვადი, შემწვარი სოკო და ბოსტნეული
მიტანის ტემპერატურა: 13–15°
© ღვინის კლუბი/vinoge.com