დაწურულია ალაზნის მარცხენა ნაპირზე მოყვანილი საფერავისა და ბუდეშურის ჯიშის ყურძნიდან. მწიფე ალუბლისფერია კარგი გამჭვირვალობით, სასიამოვნო რბილი სურნელებით გამოირჩევა, სადაც ჟოლოს, მიხაკის, ყავისა და მოხალული ხორბლის არომატები დომინირებს. ხანგრძლივი დაბოლოება ახასიათებს, მდიდარი, ძლიერი ღვინოა. კარგი მისაყოლებელი იქნება ნანადირევთან, შემწვარ ხოხობთან, შემწვარ გულ- ღვიძლთან, კუჭმაჭთან.
მ.ხ. © vinoge.com