
ძალიან მსუბუქი და სასიამოვნო დასალევი შუშხუნა თეთრი ღვინოა, რომელიც დამზადებულია არატრადიციული მეთოდით (tank method), 12.8% ალკოჰოლით. დაყენებულია მენდოზაში, შარდონეს (70%) და შენენ ბლანისგან (30%). გამოირჩევა სიხალასით, მჟავიანობით, კარგი ბალანსით. ახასიათებს ყვითელი ქლიავისა და ციტრუსების, განსაკუთრებით ლიმნის ტონებით. ბოლოს მცენარეული არომატიც დაჰკარვს.
© Naotreli