სტილი: ქვევრის ქარვისფერი ღვინო, 7 თვე ჭაჭაზე დავარგებული
ადგილი: კახეთი, სიღნაღი, ზემო მაღარო
ჯიში: რქაწითელი
ალკოჰოლი: 12,3%
ფერი: ქარვისფერი
სურნელი: მდიდარი, გამოკვეთილი არომატები აქვს, უნაბის, წაბლის თაფლის და თაფლიანი ნამცხვრის, ნაზუქის სასიამოვნო ტონებით.
გემო: რბილი, ხანგრძლივი დაბოლოებით.
კერძი: საუკეთესოა ხაშლამაზე მისაყოლებლად, ჩაქაფულისთვის, ღორის მწვადთან.
მიტანის ტემპერატურა: 12–14°
© ღვინის კლუბი/vinoge.com