Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

მუკუზანი – 2002, თბილღვინო, განსაკუთრებული მარაგი (20 თვე მუხაში დაძველებული)

ძალზე ჰარმონიული და დაბალანსებული ღვინოა. დაწურულია მუკუზნის ადგილწარმოშობის დასახელების ზონაში საგანგებოდ შერჩეული საუკეთესო ყურძნიდან, გამოირჩევა მუკუზნის მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნიდან დაყენებული ღვინისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით, ტანინების მაღალი შემცველობითა და დიდი პოტენციალით. ღვინოში ხაზგასმით ჩანს კვამლის, სველი მიწის, მაყვლისა და შავი მოცხარის ტონები, ასევე მინერალური ნოტები. ახასიათებს ხანგრძლივი ფინალი.

20 თვე მუხაში დაძველებული მუკუზანი კარგია უმზეურის, თაფლა სუკის მწვადთან, ბატკნის ბარკალთან, ტახის ხორცთან, ასევე კარგია სუბპროდუქტებთან, ჯიგრის ყაურმასთან, შემწვარ თირკმელთან, პაშტეტებთან.

მალხაზ ხარბედია

© „მარანი“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული