Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

შარდონე-რქაწითელი, თელიანი ველი, 2007

სასიამოვნო მომწვანო-ოქროსფერი ღვინოა ცოცხალი მჟავიანობით, სადაც შარდონეს სიხისტეს რქაწითელი ამგვალებს. ხასიათდება ყვითელი გრეიპფრუტის, ლიმნისა და სხვა ციტრუსების ძალზე ეფექტური ტონებით, ასევე ახლადგაჭრილი აზიური ნესვის მოტკბო სურნელით. თავდაპირველი სიმწარე გემოში მალე რბილდება და ხანგრძლივ, საინტერესო დაბოლოებას ქმნის. აჯობებს გაციებული დალიოთ, კარგია აპერიტივზეც. კარგ წყვილს შექმნის მოხარშულ თეთრ თევზთან, ზღვის ნობათთან, კრევეტების სალათთან.

© მადიანი/vinoge.com

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123